მთავარიპოლიტიკა

კონგრესმენები აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და არცახის მხარდაჭერას ითხოვენ

სამ ათეულამდე კონგრესმენმა, ამერიკელი კონგრესმენის ადამ შიფის ხელმძღვანელობით, წერილი გაუგზავნა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მოუწოდა მას გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგას არცახის სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

წერილში ნათქვამია, რომ 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანმა დაკეტა ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს არცახს სომხეთთან და გარე სამყაროსთან, ლაჩინის დერეფანი, რითაც შეზღუდა  120 000 სომეხის თავისუფალი გადაადგილება და ხელს უშლის საკვების, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი საქონლის ტრანსპორტირებას.

„თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდება, ჰუმანიტარული კატასტროფა პოტენციურად ტრაგიკული შედეგებით გარდაუვალი გახდება. მეტიც, აზერბაიჯანის ქმედებები პირდაპირ არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივ დეკლარაციას, რომელიც მოიცავს ვალდებულებას უზრუნველყოს მოქალაქეების, მანქანებისა და სატვირთო მანქანების უსაფრთხო გადაადგილება  ორივე მიმართულებით გზაზე, რომელიც ცნობილია როგორც ლაჩინის დერეფნის სახელწოდებით“,-  აღნიშნეს კონგრესმენებმა.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონგრესმენების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად,  გაუწიოს აშშ-მ ჰუმანიტარული დახმარება არცახის მოსახლეობას, ამერიკის ადმინისტრაციას დღემდე არავითარი ქმედება არ განუხორციელებია, რაც „ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გადამწყვეტი მოქმედებების შესახებ ახლა უფრო გადაუდებელს ხდის, ვიდრე ოდესმე“.

ნახეთ მეტი
Back to top button