მთავარიპოლიტიკა

ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანის მიერ 8 დღეა დაკეტილი-  ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ ერთადერთი გზა, რომელიც არცახს გარე სამყაროსთან  აკავშირებს, დაკეტილი რჩება.

„8 დღეა აზერბაიჯანმა გადაკეტა ლაჩინის დერეფანი, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა კი სიცივეში გზებზე  დარჩა, ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. „ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეები მოკლებული არიან მედიკამენტებს და სამედიცინო მომსახურებას“, – წერს ფაშინიანი.

აზერბაიჯანელმა „ეკოლოგებმა“ გზა 12 დეკემბრიდან გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში კარიერების  ექსპლუატაცია “უკანონოა”.

ნახეთ მეტი
Back to top button