მთავარისაერთაშორისო

ლაჩინის დერეფნის დახურვა სამშვიდობო პროცესს უკან აბრუნებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ლაჩინის დერეფნის დახურვას შეიძლება ჰქონდეს პოტენციურად მძიმე ჰუმანიტარული შედეგები და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს სამშვიდობო პროცესს უკან აბრუნებს. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა.

https://www.radar.am/hy/news/world-2542598407/?

„მოხარული ვართ, რომ მთიან ყარაბაღში ბუნებრივი აირი აღდგა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰუმანიტარული კრიზისი. ჩვენ მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე აღდგეს დერეფნის გავლით თავისუფალი გადაადგილება და ამის მიღწევის გზა მოლაპარაკებებია.

კითხვაზე, თვლის თუ არა აშშ-ს ადმინისტრაცია, რომ მხარეები კვლავ დაინტერესებულნი არიან წლის ბოლომდე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით, პატელმა არ ისურვა დროის დაზუსტება. „ეს არის საკითხი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ძალიან აინტერესებს და დიდ ყურადღებას აქცევს. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესში ღრმად ჩართულობას და ბოლომდე მივიყვანთ მის დასრულებამდე“.

ნახეთ მეტი
Back to top button