პოლიტიკა

პირველი თვითონ იყო, ვინც ეჭვი მიიტანა, რომ ნამდვილად მოწამვლაა – გიული ალასანია

,,მთავარი არხი” წერს, რომ პირველი თვითონ იყო, ვინც ეჭვი მიიტანა, რომ ნამდვილად მოწამვლაა – აცხადებს გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე საუბრისას. 

ალასანიას თქმით, სასამართლო პროცესები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და მის შვილს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა მიეცეს.

“ახალი წელი მოვიდა უკვე, რა ვქნათ რას ველოდებით, მომავალ ახალ წელს?! ჩართავენ, თუ არ ჩართავენ, პროცესი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და უნდა დასრულდეს ან ასე ან ისე. პირველი თვითონ იყო, ვინც ეჭვი მიიტანა მაგ საქმეზე, თქვა რომ ნამდვილად მოწამვლაა, რატომ მაქვს ეს, რატომ მაქვს ის. დილით როგორც წესი [სიცხე]აქვს შედარებით დაბალი, 37-ზე მეტი, მერე აიწევს ხოლმე საღამოსკენ და ეს ყოველ დღე ერთი და იგივე მეორდება. მე მაქვს იმედი, რომ რაღაც უნდა მოხდეს. მე არ მქონია [მცდელობა სალომე ზურაბიშვილისთვის ინფორმაციის მიწოდების], მაგრამ მიწოდებულია ეს ინფორმაცია”, – თქვა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა რთული ქიმიური ნაერთითაა მოწამლული – სასამართლო პროცესამდე 3 დღით ადრე, ამ დასკვნამდე ცენტრი “ემპათია” მივიდა. 

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე მეტალების რაოდენობა და კონცენტრაცია მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ამ დრომდე უცნობი შემადგენლობის კომბინირებული ნაერთითაა მოწამლული. შედეგები კი უმძიმესია- ნერვული სისტემის დაზიანება და ფსიქიკური სტატუსის განადგურება.

შეგახსენებთ, სასამართლო პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის ბრალის გაუქმებაზე, ან გადავადებაზე უნდა იმსჯელონ, საქალაქოში 22 დეკემბერსაა ჩანიშნული. სხდომაზე მოწმის სახით, სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა იგეგმება, მათ შორის უცხოელების.

ნახეთ მეტი
Back to top button