პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ეგეოსში ისევ სიგიჟეები გააკეთეს, თუ საბერძნეთი განაგრძობს მოქმედებას, ერთ ღამეს შეიძლება, მოულოდნელად მოვიდეთ

,,პირვლი არხი” წერს, რომ შეიძლება, ერთ ღამეს მოულოდნელად მოვიდეთ, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  საბერძნეთის მისამართით გააკეთა და ბერძნული მხარე გააფრთხილა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საბერძნეთმა ეგეოსის ზღვაში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს.

მანამდე, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საბერძნეთმა ეგეოსის ზღვის თავზე, ნეიტრალურ ზონაში ნატო-ს საწვრთნელი მისიის ბლოკირება სცადა.

თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თურქულმა სამხედრო ავიაციამ საჭირო ზომები მიიღო და ნატო-ს მისია წარმატებით დასრულდა.

„ნუ გაქვთ ჩვენთან უსიამოვნება. ეგეოსში თქვენთან ჩხუბი არ გვაქვს. ეგეოსში ისევ სიგიჟეები გააკეთეს. რა თქმა უნდა, ჩვენც გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო. ვუთხარი ოფიციალურ პირებს, რომ გააკეთონ ის, რაც საჭიროა… თუ საბერძნეთი განაგრძობს მოქმედებას, ჩვენ ერთ ღამეს შეიძლება, მოულოდნელად მოვიდეთ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button