მთავარიპოლიტიკა

რომის პაპმა შეშფოთება გამოხატა მთიან ყარაბაღში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის გამო

რომის პაპმა ფრანცისკემ    წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანის თანდასწრებით  შეშფოთება გამოხატა მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის შედეგად. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება Vaticannews-ზე დაყრდნობით.

აღნიშნულია, რომ 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანმა დახურა მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალი.  ამის გამო „დაახლოებით 120 000 ადამიანი, მათ შორის 30 000 ბავშვი, იზოლირებულია და მოკლებულია საკვებს, მედიკამენტებს და სხვა სასიცოცხლო საჭიროებებს. კვირას რომის პაპმა მოუწოდა ყველა მხარეს იპოვონ გამოსავალი ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია გამოცემაში.

რომის პაპმა კონკრეტულად აღნიშნა:

„ძვირფასო ძმებო და დებო, შეშფოთებული ვარ სამხრეთ კავკასიაში ლაჩინის დერეფანში შექმნილი ვითარებით. განსაკუთრებით მაწუხებს მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული პირობები, რომელიც ზამთრის ამინდის პირობებში კიდევ უფრო უარესდება.  ჩემი თხოვნაა მხარეებისადმი,  იპოვნოთ გამოსავალი ხალხის საკეთილდღეოდ“.

12 დეკემბრიდან ამ დრომდე აზერბაიჯანი აგრძელებს არცახის  მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალის, ლაჩინის დერეფნის დახურვას, ცრუ გარემოსდაცვითი მიზეზების მოტივით.

ნახეთ მეტი
Back to top button