მთავარისაზოგადოება

საქართველოს სომხების დემონსტრაცია – არცახელი ხალხის მხარდაჭერა

16 დეკემბერს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია არცახის მოსახლეობის მხარდასაჭერად, თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და გაეროს ოფისთან გაგრძელდა.

https://www.aliq.ge/virahayeri-cuyceh-hajakcuthyun-arcaxi-zhoghovrdi/?

„როცა მთელი მსოფლიოს თვალი საფეხბურთო ჩემპიონატზეა მიპყრობილი, როცა მთელი მსოფლიო საახალწლოდ მზადების ქაოსშია, აზერბაიჯანში 120 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე 5 დღეა ალყაშია, რადგან არცახი სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი  გზა, ბერძორის (ლაჩინის) დერეფანი, როგორც აზერბაიჯანელები ამბობენ, ე.წ. გარემოსდამცველებმა გადაკეტეს“, – ნათქვამია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში, რომელიც თბილისში გაეროს ოფისთან წაიკითხეს, ასევე აღნიშნულია, რომ ბევრი ადამიანი დარჩა არცახის საზღვარზე და სახლში ვერ ბრუნდება.

„გასაგებია, რომ ალიევის ნებართვის გარეშე აზერბაიჯანში ჩიტიც კი არ დაფრინავს. აშკარაა, რომ ე.წ. გარემოსდამცველები ასრულებენ ალიევის ბრძანებას, რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს. მათი ლოზუნგები, ქცევა, ჟესტიკულაცია ღიად მეტყველებს მსოფლიოს რიგ წამყვან ქვეყანაში ტერორისტად აღიარებული ექსტრემისტული ჯგუფის “რუხი მგლების” არსებობას აქ”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოს სომხები გამოხატავენ რწმენას, რომ აზერბაიჯანი ამ ბოროტი საშუალებებით ცდილობს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს არცახის სომხებზე. „დაახლოებით 30 წლის წინ მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს და დარწმუნებული ვართ, რომ დღესაც ვერ მიაღწევენ წარმატებას, რადგან არცახელმა სომხებმა უფრო რთული დრო გადალახეს და ვერ გატეხეს. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ალიევის რეჟიმი კვლავაც დაუსჯელი რჩება მთელი ცივილიზებული კაცობრიობის მიერ.

ჩვენ გვჯერა, რომ ნავთობის არსებობა, ვერ გადააჭარბებს ხალხის უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიანად საკუთარ მიწაზე“.

„საქართველოს სომხური სათვისტომო“ მოუწოდებს.

„საქართველოს მთავრობას, ისარგებლოს რა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით, გამბედაობა იქონიოს, რეალურად შეაფასოს სიტუაცია, მკაცრად და კონკრეტულად დაგმოს აზერბაიჯანის აგრესია, რომელიც მიმართულია 120 ათასი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ.

ჩვენ ასევე მივმართავთ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრ სახელმწიფოს, გადადგან ზომები სომხების ახალი გენოციდის აღსაკვეთად“.

ნახეთ მეტი
Back to top button