პოლიტიკა

30-მდე ევროპელმა დეპუტატმა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო მიმართა შარლ მიშელსა და ჯოზეფ ბორელს

მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტის 30-მდე წევრმა მიმართა ევროსაბჭოს ხელმძღვანელს შარლ მიშელს და ევროკავშირის მთავარ დიპლომატს ჯოზეფ ბორელს. ამის შესახებ Twitter-ის თავის მიკრობლოგში დაწერა ევროპარლამენტის ფრანგმა წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა, ნატალი ლოიზოტმა.

https://news.am/arm/news/735769.html?

„ჩემი ინიციატივით, 30-მდე ევროპელმა დეპუტატმა მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროპის საბჭოს მთავარ წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს, მთიანი ყარაბაღის ბლოკადასთან დაკავშირებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სწრაფი ნაბიჯების გადადგმას მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად“, – წერს ფრანგი პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბრიდან, ეგრეთ წოდებული „ეკოლოგიური გარემოსდამცველების“ სახელით, აზერბაიჯანელებმა გადაკეტეს ლაჩინის დერეფანი, რომელიც არცახს აკავშირებს სომხეთთან.

ნახეთ მეტი
Back to top button