მთავარიპოლიტიკა

კუხო-ს გენერალური მდივანი ელოდება, რომ სომხეთისთვის დახმარების გაწევის შესწორებული პროექტი იქნება მიღებული

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა 13 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებულ სამხედრო ოპერაციასა და ორგანიზაციის რეაგირებაზე ისაუბრა. ზასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუხო-მ ამ მიმართულებით სწრაფი და ეფექტური მუშაობა ჩაატარა  და მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე ზასმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს კუხო-მ კოლექტიური უშიშროების საბჭოს სხდომების რაოდენობის უნიკალური რეკორდი დაფიქსირდა.

„გადაუდებელი საკითხების განსახილველად 5-ჯერ იყო მოწვეულიკუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს სხდომა. ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენი ორგანიზაციის ისტორიაში. სხდომა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოთხოვნით სამჯერ იყო მოწვეული. კუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სესიებზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს. სახელმწიფოთა მეთაურების დავალებით, ორგანიზაციის გენერალური მდივნისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით მონიტორინგის მისია შემუშავდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ სამუშაოების ოპერატიულობა, რაც დაფიქსირდა სექტემბრის ამ მოვლენების დროს“, – განაცხადა ზასმა.

ზასის ცნობით, 13 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სასტიკი ბრძოლების დღეს, კუხო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ონლაინ შეიკრიბნენ კოლექტიური უშიშროების საბჭოს სამიტის გასამართად, სადაც განიხილეს სიტუაცია.

„მყსიერად გადაწყდა სომხეთში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა. ფაქტიურად ერთი დღის შემდეგ, სადამკვირვებლო მისიის პირველი ჯგუფის თვითმფრინავი ერევანში დაეშვა. შემდგომი კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ იქ, სადაც გვჭირდება ვიმოქმედოთ სწრაფად და ეფექტურად. ამ მისიის მუშაობის შედეგად მომზადდა კოლექტიური უშიშროების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის დახმარების თანამედროვე საშუალებების შესახებ, რომლებიც განიხილეს ერევანში მიმდინარე წლის 23 ნოემბერს გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების სესიაზე.  მე ველოდები, რომ შესაბამისი გადასინჯვის შემდეგ, ჩვენ გამოვიტანთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი დოკუმენტის პაკეტს მისაღებად: „ჩვენ ვსაუბრობთ სომხეთის რესპუბლიკისთვის დახმარების გაწევაზე და კუხო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს განცხადებაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდასაჭერად“, – დაასკვნა ზასმა.

ნახეთ მეტი
Back to top button