მთავარიპოლიტიკა

სადამკვირვებლო მისიის ვადა დასრულდა: ევროკავშირი სომხეთში ახალ გუნდს გამოაგზავნის

ევროკავშირის დამკვირვებლებმა მისია სომხეთში დაასრულეს. სომხეთის, აზერბაიჯანის, ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირმა 20 ოქტომბერს აზერბაიჯანის საზღვრის სომხური მხარის გასწვრივ განათავსა დამკვირვებლები ადგილზე სიტუაციის მონიტორინგის, ანალიზისა და მოხსენების მიზნით.

„40 ევროპელი ექსპერტის განლაგება ეფექტური იყო და ხელი შეუწყო არასტაბილურ ვითარებაში ნდობის ჩამოყალიბებას. დღეს ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირის ჩართულობის ახალ ფაზას სამხრეთ კავკასიაში გარდამავალ გუნდთან ერთად, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის სომხეთში, საბოლოო მიზანი რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა  წარმომადგენელმა  ჟოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის საბჭომ, სომხეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  განათავსებს დაგეგმვის მხარდაჭერის გარდამავალ გუნდს სომხეთში, რაც გაზრდის ევროკავშირის ცნობიერებას უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ და ხელს შეუწყობს დაგეგმვასა და მომზადებას.

ნახეთ მეტი
Back to top button