მთავარიპოლიტიკა

სტეფანაკერტი-გორისის გზის გადამკეტთა უმეტესობა სპეცსამსახურების ყოფილი ან  მოქმედი თანამშრომლები არიან  – არცახის პროკურატურა

12 დეკემბრიდან, აზერბაიჯანის მოქალაქეების ჯგუფმა, რომლებიც თითქოს გარემოს დამცველები არიან,  ცრუ საბაბით უკანონოდ დაიკავეს არცახის  სომხეთთან დამაკავშირებელი გზა, რითაც შეაჩერეს მოძრაობა და გაწყვიტეს არცახის მოქალაქეების ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან. ორი დღის განმავლობაში აზერბაიჯანმა შეგნებულად შეაჩერა სომხეთიდან არცახისთვის გაზის მიწოდება. ამის შესახებ იუწყება არცახის პროკურატურა.

აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, არცახის გენერალურმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული იქნა ფაქტობრივი მონაცემები. არცახის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ამტკიცებენ, რომ

  • აზერბაიჯანის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებმაც დაიკავეს სტეფანაკერტი-გორისის ავტომაგისტრალი –  სპეცსამსახურების ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლები არიან.
  • გარემოსდაცვით საკითხს  იყენებენ  საკუთარი ქმედებების გასამართლებლად და გარე სახის მისაცემად.
  • აზერბაიჯანი მიზნად ისახავს შეარყიოს არცახის  რესპუბლიკის ეკონომიკის საფუძვლები, დატოვოს  მოსახლეობა შემოსავლის წყაროსა  და სამუშაო ადგილის გარეშე.
  • აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელებული ქმედებები ეწინააღმდეგება 2020 წ.  9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის დებულებებს, ამ დოკუმენტში  დაფიქსირებულ სტატუს კვოს.
  • არცახის რესპუბლიკის მოქალაქეებს, როგორც ამ ტერიტორიის მკვიდრ მოსახლეობას,  აქვთ უფლება მართონ, ფლობდნენ და გამოიყენონ ამ ტერიტორიის მიწა, მიმდებარე ბუნებრივი გარემო, ბუნება და წიაღისეული საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომლის იგნორირებასაც აზერბაიჯანი ცდილობს.
ნახეთ მეტი
Back to top button