პოლიტიკა
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა სომხეთში განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფანში ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა

სომხეთში ჩეხეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა პეტრ პირუნჩიკმა რადიო “Azatutyun”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის, რაც ახლა ევროკავშირს შეუძლია გააკეთოს ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით, არის გახადოს ჰუმანიტარული ვითარება ასატანი. მან აღნიშნა, რომ 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი სამმხრივი დეკლარაციის მიხედვით, რუსეთი არის პასუხისმგებელი ამ სფეროში ტრანსპორტირებაზე და დასძინა, რომ მთავარი მხარე, რომელსაც უნდა ვკითხოთ თუ რა ხდება, რა იქნება შემდეგ და რას აკეთებთ, ეს არის რუსეთი. „ისინი შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ დერეფნის გახსნას და მშვიდობის შენარჩუნებას“, – განაცხადა პირუნჩიკმა. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იცის რა ხდება ლაჩინის დერეფანში და დასძინა, რომ “აზერბაიჯანის ოფიციალურ ახსნა-განმარტებზე დიპლომატი რომ არ ყოფილიყო, გაეცინებოდა”.