მთავარიპოლიტიკა

ადამიანთა უფლების დამცველმა მიმართა საერთაშორისო აქტორებს, მიიღონ ზომები ლაჩინის დერეფნის გასახსნელად

“აზერბაიჯანის მიერ სომხეთთან და მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის დაკეტვის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ” ამა წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნებული სომხეთისა და არცახის უფლებადამცველების  ერთობლივი საგანგებო მოხსენება, ასევე არსებითი ინფორმაცია ადამიანთა ცალკეული ჯგუფის უფლებების დარღვევის შესახებ, წარუდგინეს ადამიანის უფლებათა დაცვის მანდატის მქონე  ორ ათეულ საერთაშორისო ორგანიზაციას და კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულ სხვა აქტორებს, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ვოლკერ თიურქს, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში ეამონ გილმორს და სხვებს.

სხვა საკითხებთან ერთად, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს თემატურ საკითხებზე წარუდგინეს ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და საკვების უფლებების უხეში დარღვევა და მოუწოდეს მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ლაჩინის დერეფნის ხელახლა გასახსნელად და არცახში დღითი დღე მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის შესაჩერებლად.

ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო აქტორების ყურადღება განმახვილებულ იქნა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებზე, მათ შორის დეტალური ინფორმაცია ხანდაზმულთა, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მუდმივი დარღვევის შესახებ, 12 დეკემბრიდან 9 დღის განმავლობაში სრული ბლოკადის პირობებში მიმდინარე მოვლენების საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე.

დამცველის აპარატი აგრძელებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციისა და ფაქტების მიწოდებას აზერბაიჯანის ანტისომხური პოლიტიკის შედეგად არცახში ადამიანის უფლებათა ხანგრძლივ დარღვევებთან და ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button