
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ადასტურებს, რომ ის კვლავაც არის არცახის უსაფრთხოების გარანტი.
https://armenpress.am/arm/news/1100088.html?
ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სესიაზე, ეროვნული კრების ფრაქცია „ჰაიასტანის“ დეპუტატის გეღამ მანუკიანის შეკითხვაზე ისაუბრა, რჩება თუ არა სომხეთის რესპუბლიკა არცახის უსაფრთხოების გარანტი, როგორც ამას მთავრობა ითვალისწინებს 2021-2026 წლების პროგრამაში.
„ბატონო მანუკიან, ეს თქმით კი არ არის, როგორც ცნობილია, ამას საქმით ამტკიცებენ, ხელისუფლებამ კი ეს საქმით დაამტკიცა. გასულ წელს, დაახლოებით, 200 მილიარდი დრამის ფინანსური დახმარება გაუწიეს არცახს და ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ ეს ფინანსური მხარდაჭერა წყვეტს არა მარტო სოციალურ-ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების საკითხებს. და აქ მეორე აზრი არ შეიძლება იყოს. ვფიქრობ, პასუხი ნათელია“, – აღნიშნა გრიგორიანმა.