მთავარიპოლიტიკა

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვნით გამოიყენოს ადეკვატური ინსტრუმენტარიუმი არცახის ბლოკადის მოსახსნელად.

არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა არცახის ბლოკადასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია:

„12 დეკემბრიდან აზერბაიჯანმა გადაკეტა ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს არცახს სომხეთთან და გარე სამყაროსთან, უკანონოდ ალყა შემოარტყა არცახს და ხელოვნურად უქმნის მძიმე ჰუმანიტარულ პირობებს არცახის 120 000-კაციან მოსახლეობას.

ბლოკადის გამო ირღვევა არცახის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები. ადამიანები მოკლებულია თავისუფალი გადაადგილების, სათანადო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქონლის მიწოდების უფლებას.

შექმნილი ვითარება აზერბაიჯანის მიერ წლების განმავლობაში გატარებული ანტისომხური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა.

ბლოკადის დღიდან მოყოლებული, არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთი წერილი-განცხადება გაუგზავნა სხვადასხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც აწვდიდა სარწმუნო ინფორმაციას სიტუაციის შესახებ და ითხოვდა სათანადო მხარდაჭერას არცახის ბლოკადის მოსახსნელად.

აზერბაიჯანის პოლიტიკა მთელი ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა და მას უპირობოდ მკაცრი პასუხი უნდა მოჰყვეს.

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვნით გამოიყენოს ადეკვატური ინსტრუმენტარიუმი არცახის განბლოკვისთვის“.

ნახეთ მეტი
Back to top button