საზოგადოება

არცახში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები არიან, რომელთა გადაყვანა გზის ჩაკეტვის გამო ვერ ხერხდება. ავანესიანი

სამწუხაროდ, ცივილიზებულ სამყაროში ადამიანებს მოკლებული აქვთ ფუნდამენტური უფლება, იყვნენ ჯანმრთელები, მიიღონ დროული სამედიცინო დახმარება. ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

„ტკივილით ვსაუბრობ არცახში ბლოკადაში მყოფი 44 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე. ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს.

ამ წუთებში არცახში არიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, რომელთა გადაყვანა გზის ჩაკეტვის გამო შეუძლებელია“, – წერს მინისტრი.

19 დეკემბერს არცახში მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გარდაიცვალა. ერევანში მისი გადაყვანა ვერ შეძლეს, რადგან აზერბაიჯანელებმა გორის-სტეფანაკერტის გზა გადაკეტეს.

ნახეთ მეტი
Back to top button