პოლიტიკა

აშშ ერთგულია სომხეთის სუვერენიტეტის მიმართ։  ლინ ტრეისის გამოსამშვიდობებელი შეტყობინება

აშშ ერთგულია სომხეთის სუვერენიტეტის მიმართ და გააგრძელებს მუშაობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის. ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, აშშ-ის ელჩმა ლინ ტრეისიმ  გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა. https://armenpress.am/arm/news/1100071.html

„3 წელზე მეტია სომხეთში ვარ. რთული პერიოდი იყო ქვეყნისთვის, მიუხედავად უდაო გამოწვევებისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი სომხეთის მომავლის მიმართ. ჩემი ოპტიმიზმის საფუძველი ხალხია“, – განაცხადა ტრეისიმ.

ის შთაგონებულია სომხურ-ამერიკული ურთიერთობების პოზიტიური მიმართულებით. სპიკერის ნენსი პელოსის ბოლო ვიზიტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის პოზიტიურ ტრაექტორიას და აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთის მიმართ.

მან კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნია 2021 წელს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება. „აშშ ერთგულია სომხეთის სუვერენიტეტის მიმართ. და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის“, – განაცხადა ტრეისიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button