მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი საფუძველს ამზადებს სომხეთში მისიის განლაგებისთვის რაც შეიძლება ხანგრძლივი ვადით

ევროკავშირი იწყებს სამხრეთ კავკასიაში ჩართულობის ახალ ფაზას გარდამავალი გუნდით, რომელიც მოამზადებს საფუძველს სომხეთში ევროკავშირის მისიის განლაგებისთვის რაც შეიძლება ხანგრძლივად.  “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა 19 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის ამოწურვასთან დაკავშირებით განაცხადა. https://armenpress.am/arm/news/1100073.html

ბორელმა აღნიშნა, რომ მისია განლაგდა სომხეთში 20 ოქტომბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ევროსაბჭოსა და საფრანგეთს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რათა მოხდეს დაკვირვება და  ანალიზი, გაკეთდეს  მოხსენება ადგილზე სიტუაციის შესახებ.

„40 ევროპელი ექსპერტის განთავსებამ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და ხელი შეუწყო არასტაბილურ ვითარებაში ნდობის განმტკიცებას. „დღეს ევროკავშირი იწყებს თავისი ჩართულობის ახალ ფაზას სამხრეთ კავკასიაში გარდამავალი გუნდით, რომელიც მოამზადებს საფუძველს სომხეთში ევროკავშირის მისიის განლაგებისთვის რაც შეიძლება დიდი ხნით, რომლის საბოლოო მიზანი იქნება წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილური მშვიდობის დამყარებაში“, – განაცხადა ბორელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button