პოლიტიკა

კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნაში ნამდვილად არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი, მაშინ მოუტანოს თავისი არგუმენტები ტოქსიკოლოგებს – ალასანია ურთმელიძეზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება, მესამე პრეზიდენტის დედა პასუხობს და კალიფორნიელი ტოქსიკოლოგების დასკვნაზე მიუთითებს:

“კალიფორნიის დასკვნაში ნამდვილად არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი, ეს ორი ნამდვილად არის და ის არის ძალიან სანდო…მაშინ დაუპირისპირდეს და მოუტანოს თავისი არგუმენტები კალიფორნიის ტოქსიკოლოგებს.” ამბობს გიული ალასანია.

არავითარი სახის მოწამვლა არ დასტურდება – აცხადებს მალხაზ ურთმელიძე სამთავრობო ტელევიზიების ეთერში და ამტკიცებს, რომ “პალუნიუმზე” გაკეთებული განცხადებები, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის “ფანტაზიაა”.

ნახეთ მეტი
Back to top button