საზოგადოება

სომხეთიდან არცახში ყოველდღიურად 400 ტონა საკვებისა და მედიკამენტის მიტანა შეუძლებელია

აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დაკეტვის შედეგად სომხეთიდან არცახში ყოველდღიურად 400 ტონა საკვებისა და მედიკამენტის მიტანა შეუძლებელია. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება არცახის საინფორმაციო შტაბმა გაავრცელა.

https://armenpress.am/arm/news/1100170.html?

„უკვე 10 დღეა, არცახი სრულ ბლოკადაშია. 12 დეკემბერს, დილით, აზერბაიჯანულმა მხარემ ყალბი გარემოსდაცვითი საბაბით დახურა ლაჩინის დერეფანი, რომელიც არცახის სომხეთთან და გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.

აზერბაიჯანული ქმედებების შედეგად, არცახის 120 000 მოსახლეობა, რომელთაგანაც 30 000 ბავშვია, ჰუმანიტარულ კრიზისში აღმოჩნდა. 1100 მოქალაქეს, რომელთაგან 270 არასრულწლოვანია, გზის გადაკეტვის გამო სახლში დაბრუნების საშუალება არ აქვს.

2 ათეულზე მეტი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პაციენტი, რომელთაგან 13 ბავშვია, არცხის სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციულ განყოფილებებში, სომხეთში სასწრაფო გადაყვანას საჭიროებს. სომხეთში 350 პაციენტი ვერ იღებს მკურნალობას. არცახში ყველა დაგეგმილი ოპერაცია დროებით შეჩერებულია.

სომხეთიდან არცახში ყოველდღიურად 400 ტონა საკვებისა და მედიკამენტის მიტანა შეუძლებელია. სრული სატრანსპორტო ბლოკადა ემუქრება საკვების, მედიკამენტების და საწვავის ნაკლებობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button