მთავარიპოლიტიკა

სრ-ში მიღებულ კანონებს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი უცხო ქვეყნის ოფიციალურ პირებთან. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

უკავშირდება თუ არა სომხეთში საგარეო დაზვერვის სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურის უფროსის რიჩარდ მურის ბოლო ვიზიტს ერევანში?

https://www.radar.am/hy/news/politics-2543013003/?

ეროვნული ასამბლეის ფრაქცია ,,ჰაიასტანის“ წევრის გეღამ ნაზარიანის კითხვის პასუხად უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთში მიღებული კანონები არ შეიძლება იყოს დაკავშირებული არც ერთ უცხოელ ოფიციალურ პირთან. „გადაუდებლობაზე ვისაუბრეთ მთავრობის სხდომაზე, აქტუალობა მანამდე გაჩნდა. ხოლო სომხეთის შიდა პროცესების დაკავშირება სხვა ქვეყნის ჩინოვნიკებთან არც ისე ლოგიკურია თანამედროვე სომხეთში“.

არმენ გრიგორიანმა ასევე აცნობა, რომ პროექტის წერისას მათ შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება. „მაგრამ ძირითადად ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო ის, რაც სომხეთს სჭირდება და კანონი სრულად ასახავს ჩვენს საჭიროებებს“.

ნახეთ მეტი
Back to top button