საზოგადოება

9 საერთაშორისო ორგანიზაცია გვაფრთხილებს  არცახში გენოციდის საშიშროების შესახებ

ორგანიზაცია „საერთაშორისო ქრისტიანული სოლიდარობა“ 8 სხვა ორგანიზაციასთან ერთად მთიან ყარაბაღში გენოციდის საშიშროების შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს. ორგანიზაციებმა მოუწოდეს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციას, იმოქმედონ გაეროს უშიშროების საბჭოს მეშვეობით, რათა თავიდან აიცილონ სომხების გენოციდი რეგიონში. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება “არმენპრესი”.

https://armenpress.am/arm/news/1100066.html

აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ოფიციალურ დონეზე კარგა ხანია ახორციელებს სომხების მიმართ სიძულვილის პოლიტიკას. ამ ქვეყანამ  „დაუსჯელი დატოვა სომეხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები და იმუქრება  არა მარტო მთიანი ყარაბაღის, არამედ ერევნის ძალის გამოყენებით ოკუპაციასაც“.

„გაეროს გენოციდის პრევენციის საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ოფისის მიერ განსაზღვრული სასტიკი დანაშაულების რისკის 14-ვე ფაქტორი არსებობს. „აზერბაიჯანის ამჟამინდელი აგრესია მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ შეესაბამება ეთნიკური და რელიგიური წმენდის იმ მრავალწლიან პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებენ  აზერბაიჯანის და  თურქეთის რესპუბლიკები, განახორციელა ოსმალეთის იმპერიამ და მათმა  მოკავშირეები სომხების და სხვა ქრისტიანული თემების წინააღმდეგ რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციას, კერძოდ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და რუსეთის ფედერაციას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები გაეროს უშიშროების საბჭოს მეშვეობით სომხების წინააღმდეგ მორიგი გენოციდის აღსაკვეთად. გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭო მოწოდებულია უზრუნველყოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეუფერხებელი წვდომა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ჟენევის მეოთხე კონვენციის შესაბამისად.

ნახეთ მეტი
Back to top button