საზოგადოება

არცახში 8 ბავშვი და 11 ზრდასრული კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება

სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ არცახის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის გადაკეტვის გამო, არცახის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში დაგეგმილი ოპერაციები შეჩერებულია.

“არევიკის” სამედიცინო განყოფილებაში 8 ბავშვი რეანიმაციულ და ახალშობილთა პალატაშია მოთავსებული.

მათ შორის 4 თვის ბავშვი, რომელსაც ვისცერული ლეიშმანიოზის დიაგნოზი დაუსვეს, კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება და შესაბამის მკურნალობას გადის.

„რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში“ რეანიმაციულ განყოფილებაში 11 პაციენტი იმყოფება, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაშია, ექიმები ყველაფერს აკეთებენ პაციენტების მდგომარეობის დასასტაბილურებლად. არცახის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო იღებს ყველა შესაძლო ზომას ბლოკადის გამო შექმნილი სიტუაციის სათანადოდ დასაძლევად. არცახიდან ერევანში გადაყვანილი გულის პათოლოგიით პაციენტის აორტოკორონარული შუნტირება წარმატებით დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, ჯანმრთელობის მდგომარეობას სპეციალისტები აფასებენ სტაბილურად.

ნახეთ მეტი
Back to top button