პოლიტიკა

ბობ მენენდესმა თურქეთი დაადანაშაულა, რომ ის სამხედრო დახმარებას უწევს აზერბაიჯანს სომეხთა მკვლელობის მიზნით

სანამ თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობა გრძელდება, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ მენენდესმა ანკარას მიერ აშშ-დან F-16-ების და მოდერნიზაციის აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.ამის შესახებ იტყობინება  „არმენპრესი“Kurdistan24-ზე დაყრდნობით.https://armenpress.am/arm/news/1100200.html

მან მიუთითა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის 11 დეკემბერს განცხადებაზე, სადაც მან განაცხადა, რომ „თუ ათენი არ შეინარჩუნებს სიმშვიდეს, ჩვენ დავარტყამთო“.

სენატში გამოსვლისას მენენდესმა ერდოღანის განცხადებებთან დაკავშირებით თქვა:

„ეს არა მხოლოდ შემაშფოთებელია, არამედ მიუღებელია“.

გამოსვლის დროს მენენდესმა აჩვენა ერდოღანის ფოტო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან ერთად და თქვა:

„ერდოღანის  მის ქვეყანაში განხორციელებული ზეწოლის გარდა, მისი დიპლომატიური პოლიტიკაც აბსოლუტურად საშინელია. თუ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ დგომა მაქცევს ერდოღანის მტრად, თუ მშვიდობიანი სომეხი მოსახლეობის მოკვლისათვის აზერბაიჯანისათვის იარაღის მიწოდებაზე წინააღმდეგობა მაქცევს ერდოღანის მტრად, იმის თქმა, რომ თურქეთმა უნდა აღიაროს სამხრეთ კვიპროსი და პატივი სცეს საბერძნეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მაქცევს ერდოღანის მტრად, მაშინ მე ამ ტიტულს სიამაყით ვატარებ“, – დასძინა მან.

„როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, არ დავამტკიცებ F-16-ების გაყიდვას, სანამ ერდოღანი არ შეწყვეტს თავის აგრესიულ ქცევას მთელ რეგიონში“, – განაცხადა მენენდესმა.

ნახეთ მეტი
Back to top button