მთავარიპოლიტიკა

რას ავალდებულებს ევროპის სასამართლო აზერბაიჯანს? გადაწყვეტილება გამოქვეყნდა

ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე, დაავალდებულოს აზერბაიჯანი, მიიღოს ყველა საჭირო და საკმარისი ზომა, „ლაჩინის დერეფნით“  გაატაროს ის მძიმედ დაავადებული ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ სომხეტში სამედიცინო დახმარებას. ასევე გზად უსახლკაროდ დარჩენილი ან საარსებო წყაროს მოკლებული პირები გადაადგილდნენ  დაბრკოლების გარეშე.  ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში წარმომადგენლის ფეისბუქის გვერდი იუწყება.

„მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ევროპულმა სასამართლომ განიხილა სრ მთავრობის მოთხოვნა აზერბაიჯანის წინააღმდეგ დროებითი ზომების გამოყენების შესახებ.

აღინიშნა,  რომ ამ დროისთვის საკამათოა აზერბაიჯანის მიერ „ლაჩინის დერეფანზე“ კონტროლის საკითხი, აგრეთვე აზერბაიჯანის მიერ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები,  კერძოდ, რომ ის გარანტიას იძლევა ლაჩინის დერეფნით ორივე მიმართულებით უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის.  გარდა ამისა შეახსენა  ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები, ევროპულმა სასამართლომ, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე, დაავალდებულა აზერბაიჯანი მიიღოს ყველა აუცილებელი და საკმარისი ზომები სომხეთში სამედიცინო დახმარებას საჭიროებს მძიმე ავადმყოფთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად “ლაჩინის დერეფნის” გავლით, ასევე გზაზე უსახლკაროდ დარჩენილი ან საარსებო წყაროს საჭიროების მქონე ადამიანების უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა პრიორიტეტი მიენიჭოს სომხეთის მიერ წარდგენილ No4 საჩივარს სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლის შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა ამა წლის  15, 16, 20 და 21 დეკემბერს  ევროსასამართლოს მიმართა შუალედური ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რადგანაც აზერბაიჯანი  დაბრკოლებას უქმნის სამოქალაქო მოსახლეობას, მოითხოვა მათი უფლებების დარღვევის აღმოფხვრა.  

ნახეთ მეტი
Back to top button