
ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის გამო მთიან ყარაბაღში საკვების დეფიციტია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ასევე არ ასრულებს თავის ფუნქციებს.
„აზერბაიჯანის ქმედებები ლაჩინის დერეფნის დახურვის შესახებ უკანონოა და უხეშად არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, კერძოდ, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის დებულებებს.
განცხადების მე-6 პუნქტის მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლს ექვემდებარება და აზერბაიჯანი უზრუნველყოფს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოებას ლაჩინის დერეფნის გავლით. ეს დებულება დღეს ფაქტობრივად არ სრულდება.
დე ფაქტო გამოდის, რომ სამმხრივ განცხადებაში ჩაწერილი ვალდებულება, ანუ ლაჩინის დერეფნის კონტროლის ქვეშ ყოფნა, არც რუსეთის სამშვიდობო ძალებს ასრულებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ წინადადებები აზერბაიჯანს გადაუგზავნა.
„ჩვენ მზად ვართ ამ შინაარსით გავაფორმოთ კონტრაქტი. ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანის პასუხიც დადებითი იქნება“, – განაცხადა ფაშინიანმა.