საერთაშორისო

საუდის არაბეთის მედია ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა

საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს საუდის არაბეთის მედია ეხმაურება.

როგორც გამოცემა Arab news-ი წერს, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის განსახილველ საკითხებს შორის იყო თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების გაღრმავების საკითხები.

Arab news-ის ცნობით, საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ და პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა რიადში, ალ-იამამას სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოთხშაბათს უმასპინძლა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობაზე საუბრობდნენ და სხვადახვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების საკითხებზე მსჯელობდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button