საზოგადოება
სტეფანაკერტში ნაძვის ხე აინთება
სტეფანაკერტის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქის ძირთადი ნაძვის ხის სანთლები 23 დეკემბერს აინთება.
„მიუხედავად ბლოკადით გამოწვეული მრავალი უხერხულობისა, სტეფანაკერტის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, ჩვენს ბავშვებს საახალწლო განწყობა არ მოაკლონ.
ამიტომ, 23 დეკემბერს, 18:00 საათზე ყველას გეპატიჟებით შაჰუმიანის პარკში ნაძვის ხის განათების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. ასევე იგეგმება საინტერესო პროგრამა ბავშვების მონაწილეობით… სიყვარულით გელოდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.