საზოგადოება

Human Rights Watch ლაჩინის დერეფანზე: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ და რუსმა სამშვიდობოებმა უნდა უზრუნველყონ დერეფნის გახსნა

მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადაკეტილია 2022 წლის 12 დეკემბრიდან, რაც  ჩაკეტილი გზა მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხ მცხოვრებლებს  არ აძლევს გადაადგილების საშუალებას,  წერს Human Rights Watch.

factor.am-ს მოჰყავს ამონაწერი ცნობიდან: “ათასზე მეტი ადამიანი დერეფნის ერთ მხარეს არის მოქცეული  და სახლამდე  ვერ აღწევს. მათ შორის არის ათობით ბავშვი, რომლებიც სასკოლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ სომხეთის დედაქალაქ ერევანში და ახლა მათ სახლებში და მშობლებთან დაბრუნება ეკრძალებათ. „მთიანი ყარაბაღის გარე სამყაროსკენ მოწყვეტამ  და ერთადერთი გზის ხანგრძლივმა ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰუმანიტარული შედეგები“, – აღნიშნავს  ჰიუ უილიამსონი, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განხრით  დირექტორი.

ნახეთ მეტი
Back to top button