პოლიტიკა

აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადა წინასწარ დაგეგმილი ოპერაციაა  – ჰუნანიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა ტვიტერში ლაჩინის დერეფნის დახურვის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„აზერბაიჯანის ქმედებების კოორდინირებული ხასიათი, მათ შორის წინა ინციდენტები მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადა არის წინასწარ განზრახული ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის მიყენებას და ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისის შექმნას მთიან ყარაბაღში”,  – წერს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.

ნახეთ მეტი
Back to top button