ეს წერილი ავლებს ნათელ ზღვარს სადისტსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც არ უნდა, რომ ჩადენილ იქნეს დანაშაული – მარგველაშვილი
,,მთავარი არხი” წერს, რომ ან ხარ სადისტი და კრიმინალი, იმიტომ, რომ აწამებ ადამიანს, ან უბრალოდ ამბობ, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს სწორი ფორმით. ეს არის ისტორიის წინაშე ჩვენი თავს მართლება – ასე ხსნის მეოთხე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, დღეს გავრცელებულ წერილს, რომელსაც ხელს ყოფილი მაღალჩინოსნები და სხვადასხვა ხელისუფლების დროს, სხვადასხვა თანამდებობის პირები აწერენ.
გიორგი მარგველაშვილი ამბობს რომ არ აქვს ილუზია, რომ ეს მიმართვა ხელისუფლებაზე, რამე გავლენას იქონიებს, თუმცა ამბობს, რომ იმედი აქვს პროცესის, რომელიც დაიძრა და გაღრმავდება.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის მერე, ეს არის მცირე მცდელობა, გავიმართლოთ თავი ისტორიის წინაშე.
“ამ წერილს აქვს რამდენიმე დანიშნულება. პირველი არის ის, რომ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა. ეს წერილი ავლებს ნათელ ზღვარს- სადისტა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველოში ჩადენილ იქნეს სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ პატიმრის წამებით მოკვდინება.” ამბობს გიორგი მარგველაშვილი
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი” – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილისა და 130-მდე ხელმომწერის წერილში, რომელიც დღეს გავრცელდა.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთის პროფილურ კლინიკაში გადაყვანის მიზნით გათავისუფლების მოთხოვნას, ხელს აწერს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ყველა მთავრობის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი და საჯარო მოხელე.