საზოგადოება

კუსტარულად მოწყობილი სასაკლაოდან ცხენისა და ვირის ხორცს ჰყიდდნენ – დააკავეს 2 პირი

,,მთავარი არხი” წერს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახირმა კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე დაკლული ცხენის და ვირის ხორცის რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულვებელყოფით, ახორციელებდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას. 

უწყება ამბობს, რომ მათ ხორცი სარეალიზაციოდ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში სავაჭრო ობიექტებთან მიჰქონდათ, როგორც საქონლის ხორცი.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან და სასაკლაოდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ცხენის ხორცი, ასევე აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ათეული ცხენი, რომლის დაკვლაც და რეალიზაციაც იგეგმებოდა წინა საახალწლოდ“, – წერია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე, 362-ე და 219-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

ნახეთ მეტი
Back to top button