პოლიტიკა

ლაჩინის დერეფნით მოძრაობა რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

ლაჩინის დერეფნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები გადაადგილების  სასწრაფოდ აღსადგენად და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ აღნიშნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და დასძინა,  რომ 12 დეკემბერს, ლაჩინის დერეფანში გამავალი გზის გადაკეტვის შემდეგ, ყურადღებით ადევნებს თვალს მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ვითარებას.

https://armenpress.am/arm/news/1100310.html?f

„მე შეშფოთებული ვარ, რომ ხალხის გადაადგილების ხანგრძლივი შეფერხება, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი ვერ აღწევს საკუთარ სახლებს, ისევე როგორც ძირითადი საქონლისა და სერვისების ხელმისაწვდომობის შეფერხება, მათ შორის საკვების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საფრთხეს უქმნის მთიანი ყარაბაღის ხალხის მხრივ ადამიანების უფლებების რეალიზაციას“, – აღნიშნა დუნია მიატოვიჩმა.

მან მოუწოდა სასწრაფოდ გადაიდგას ზომები გზაზე მოძრაობის აღსადგენად.

„მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დერეფნის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, უნდა მიიღონ ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა სასწრაფოდ აღადგინონ მოძრაობა ამ გზის გასწვრივ და თავიდან აიცილონ ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესება. მეტიც, ყველა შესაბამისმა დაინტერესებულმა მხარემ თავი უნდა აარიდოს დაძაბულობის ზრდას“, – განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა.

„დღევანდელი ვითარება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ჰუმანიტარული დახმარებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მისიების თავისუფალი და შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ყველა ტერიტორიაზე და ყველა ხალხისთვის, მათ შორის მთიან ყარაბაღში მცხოვრებთათვის. როგორც ჩემს 2021 წლის მემორანდუმში განვაცხადე, შესაბამისმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს წვდომის ეფექტური და მოქნილი რეჟიმები, რომლებიც საშუალებას მისცემს ყველა შესაბამის აქტორს, მათ შორის ჩემს ოფისს, დაუკავშირდნენ მათ, ვისაც სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება და ადამიანის უფლებების დაცვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

დუნია მიატოვიჩმა დასძინა, რომ როგორც ადამიანის უფლებათა კომისარი, ის გააგრძელებს თვალყური ადევნოს მთიან ყარაბაღში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვითარებას.

„მზად ვარ ჩაერთო ყველა შესაბამის თანამოსაუბრესთან, რათა მხარი დავუჭირო არსებული გამოწვევების დაძლევას“, – დაასკვნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა.

ნახეთ მეტი
Back to top button