პოლიტიკა

ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, რა რეაქცია ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ნახვისას

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ რა რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ნახვისას.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ რა რეაქცია გქონდათ? საკმარისად ავად არის მესამე პრეზიდენტი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოთ, თქვენ 22 დეკემბერს ელოდებოდით, არ აპირებთ მის შეწყალებას“?. – დაუსვა „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშილს, ქვეყნის პრეზიდენტმა კი უპასუხოდ დატოვა.

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა  გაიმართა, სადაც მესამე პრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას.

ნახეთ მეტი
Back to top button