მთავარიპოლიტიკა

სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში ვთავაზობთ  გარანტორთა ინსტიტუტის შექმნას- გრიგორიანი

„წლის ბოლომდე შესაძლებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, თუ აზერბაიჯანი სომხეთის წინადადებებს დადებითად უპასუხებს. ეს აზერბაიჯანზეა დამოკიდებული“, – ასეთი კომენტარი გააკეთა დღეს სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა  ილაპარაკა რა სომხეთიდან აზერბაიჯანში გაგზავნილ წინადადებებსა და წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით. ცნობას „radar.am“-ი აქვეყნებს. https://www.radar.am/hy/news/politics-2543414048/

გრიგორიანის თქმით, სომხეთი აგრძელებს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად და ამ მხრივ თავისი ნაბიჯი გადადგა. „შექმნილი კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს აზერბაიჯანის დესტრუქციულ როლს. როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს სწორედ მაშინ აზერბაიჯანი ხურავს ლაჩინის დერეფანს“.

უშიშროების საბჭოს მდივანი ირწმუნება, რომ ლაჩინის დერეფანი არა გარემოსდამცველებმა, არამედ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაკეტეს და ვითარება კვლავ კრიტიკულია.

როგორც არმენ გრიგორიანმა აღნიშნა,  სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში შემოთავაზებული იყო გარანტორების ინსტიტუტის შექმნა. „საერთაშორისო ორგანიზაციამ ან იმ სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სამშვიდობო შეთანხმების გარანტიების ინსტიტუტი, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ამ შეთანხმების განხორციელება“, – განაცხადა გრიგორიანმა და დასძინა, რომ ასევე არის წინადადება შეიქმნას მექანიზმი საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებისთვის,  გადაუჭრელი კრიზისის შემთხვევაში.

ნახეთ მეტი
Back to top button