მთავარიპოლიტიკა

სომხეთი ელის აზერბაიჯანის დადებით პასუხს სამშვიდობო ხელშეკრულების წინადადებებზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკამ სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ თავისი წინადადებები გადაუგზავნა აზერბაიჯანს. სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს ამ შინაარსის შეთანხმებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მორიგ სხდომაზე განაცხადა.

„სომხეთის რესპუბლიკამ სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ თავისი წინადადებები გადაუგზავნა აზერბაიჯანს და ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას ამ შინაარსით. იმედი მაქვს, აზერბაიჯანის პასუხიც დადებითი იქნება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის შემდგომ მუშაობასთან დაკავშირებული წინადადებები თვეების წინ გადაუგზავნა, თუმცა სომხეთს პასუხი ჯერ არ მიუღია.

„სომხეთის რესპუბლიკამ აზერბაიჯანს გადასცა თავისი წინადადებები რეგიონული კომუნიკაციების ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით და მზად არის ამ გზით წავიდეს საკითხის დაუყოვნებლივ მოსაგვარებლად. სომხეთის რესპუბლიკამ აზერბაიჯანს საზღვრის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ წინადადებები თვეების წინ გადაუგზავნა, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. უნდა ითქვას, რომ ეს წინადადებები მოიცავს სომხეთის რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებას. ჩვენი პოზიცია იგივე რჩება, რომ აზერბაიჯანმა უნდა შეწყვიტოს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია და მისი ჯარები გაიყვანოს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button