
სომხეთი მუშაობს რათა გამოიყენოს ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ლაჩინის დერეფნის ნორმალურ კურსზე დასაბრუნებლად, ანუ იხელმძღვანელოს 2020 წლის 9 ნოემბრის დეკლარაციის შესაბამისად, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ მთიანი ყარაბაღის დაკავშირება სომხეთთან ლაჩინის დერეფნის გავლით ხორციელდება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. როგორც „რადარ.ამ“-ი წერს, ამ მიმართულებით სომხეთის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. https://www.radar.am/hy/news/politics-2543416317/
გრიგორიანმა შეახსენა გაეროს უშიშროების საბჭოს სესიაზე გაკეთებულ გადაუდებელ მოწოდებებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. „სომხეთი ამჟამად მუშაობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ლაჩინის დერეფნის საკითხზე“, – განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.
როგორც გრიგორიანმა აღნიშნა, ამ მომენტისათვის სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა შესაძლებელი ინსტრუმენტით „სომხეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, იქნება ეს გაერო, ეუთო, თუ ეუთო-ს მინსკის ჯგუფი, გამოაგზავნოს მისია ლაჩინის დერეფანში, რათა შევძლოთ მთიანი ყარაბაღის ჰუმანიტარული კრიზისიდან თავის დაღწევა“.