
23 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილი იყო სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მაგრამ სომხურმა მხარემ ითხოვა შეხვედრის გადადება, რადგან ამ მომენტისთვის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრიორიტეტია ყარაბაღის ჰუმანიტარული კრიზისი და ამის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარება.
ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
პრესსპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა. https://armenpress.am/arm/news/1100307.html
ცხადია, საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის სამუშაო პრიორიტეტი ამ მომენტისთვის არის ლაჩინის დერეფანში მოძრაობის შეუფერხებელი განახლება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის შესაბამისად და მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარება. რის საფუძველზეც სომხურმა მხარემ მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის გადადება ითხოვა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ სომხური მხარის კონსტრუქციულობის ნიშნად აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით, შეხვედრის გარემოებების მიუხედავად, აზერბაიჯანს გადაეცა სომხური მხარის ახალი წინადადებები.