
ნათელია, რომ არცახის გარე სამყაროსთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის ბლოკადა არავითარი სამოქალაქო ინციატივა არ არის. ამის ინიცირება მოახდინა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ. ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა. https://armenpress.am/arm/news/1100302.html
გრიგორიანმა დაარწმუნა, რომ სომხეთი აგრძელებს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის. შექმნილი კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს აზერბაიჯანის არაკონსტრუქციულ და დესტრუქციულ როლს რეგიონში.
„აზერბაიჯანი სწორედ მაშინ ხურავს ლაჩინის დერეფანს ე.წ. გარემოსდამცველების მეშვეობით, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არ ვიცი, არიან თუ არა გენერლისა თუ კაპიტნის წოდების მქონე პირები „ეკოლოგებს“ შორის. მაგრამ ის, რომ ეს ადამიანები აზერბაიჯანის თავდაცვის სტრუქტურების წარმომადგენლები არიან, გასაგებია. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოაწყო ბლოკადა, ამ ნაბიჯს არანაირი კავშირი არ აქვს არცერთ სამოქალაქო ინიციატივასთან. მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია“, – განაცხადა გრიგორიანმა.
12 დეკემბრიდან ამ დრომდე აზერბაიჯანი აგრძელებს არცახის მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალის, ლაჩინის დერეფნის დახურვას, ცრუ გარემოსდაცვითი მიზეზების მოტივით.