მთავარიპოლიტიკა

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გაეროს ან ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნაზე მთიანი ყარაბაღის  ლაჩინის დერეფანში:  ფაშინიანი

სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საჭიროდ მიიჩნევს გაეროს ან ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნას მთიან ყარაბაღში, ლაჩინის დერეფანში. ამის შესახებ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლაჩინის დერეფნის საკითხზე საუბრისას თქვა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს საკმაოდ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. წინა დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში ამ საკითხზე მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა. „სხვადასხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები აგრძელებენ შექმნილი სიტუაციის მკაფიო შეფასებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, სომხურ და დიასპორის ორგანიზაციებს და ცალკეულ პირებს, პროფესიულ ჯგუფებს, რომლებმაც მკაფიო შეფასება მისცეს, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ ლაჩინის დერეფნის გარშემო ვითარების საერთაშორისო ხილვადობა.

„ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ. საგრძნობლად უნდა გაიზარდოს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობა მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების საქმეში. აუცილებელია აქტიური მუშაობა გაეროს ან ეუთოს ან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფაქტების დამდგენი მისიის მთიან ყარაბაღში, ლაჩინის დერეფანში გაგზავნის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

12 დეკემბრიდან ამ დრომდე აზერბაიჯანი აგრძელებს არცახის  გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალის, ლაჩინის დერეფნის დახურვას, ცრუ გარემოსდაცვითი მიზეზების მოტივით. გაეროს უშიშროების საბჭომ რიგგარეშე სესიაზე განიხილა ლაჩინის დერეფნის საკითხი, სიტყვით გამოვიდნენ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც ძირითადად ხაზი გაუსვეს 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის დებულებების შენარჩუნების აუცილებლობას ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

ნახეთ მეტი
Back to top button