პოლიტიკა

აზერბაიჯანის მოქალაქეებს შორის, რომლებმაც ლაჩინის დერეფანი გადაკეტეს, სპეცსამსახურების ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები არიან

12-დღიანი ბლოკადის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით არცახის პროკურატურამ რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:

„როგორც ცნობილია, 2022 წლის 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანის მოქალაქეებმა დაკეტეს ერთადერთი გზა, რომელიც არცახს  სომხეთტან და გარე სამყაროსთან  აკავშირებს და ის დღემდე გაუვალია. აზერბაიჯანი ოფიციალურად უარყოფს სახელმწიფოს მონაწილეობას გზის ჩაკეტვის პროცესში და აცხადებს, რომ გზა ღია და უსაფრთხოა. მიუხედავად ამისა, გარკვეული მონაცემების, ასევე განხორციელებული სისხლის სამართლის საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ფაქტების ერთობლიობა იძლევა გარკვეული დასკვნებისა გაკეთების საშუალებას, რომელიც მთლიანად ცვლის ქმედებების მთელ ლოგიკას და ავლენს ქმედებების რეალურ მიზნებს.

ამგვარად:

• 2020 წლის  9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების 1-ლი პუნქტის თანახმად, „აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში მხარეები, თავიანთ პოზიციებზე დგანან“. ზემოაღნიშნულიდან აშკარაა, რომ ეს ეხება სახელმწიფოებს (არა შეიარაღებულ ძალებს), საიდანაც ირკვევა, რომ მხარეებმა აიღეს ვალდებულება არ დაარღვიონ კონტაქტის გარკვეული ხაზი, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ არ შეასრულა.

• აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების თანხლებით მიაღწიეს როგორც გარემოს დამცველების წარმოდგენილმა პირებმა, რომ 2020წლის  44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილება აკრძალულია.

• აზერბაიჯანის მოქალაქეებს შორის არიან სპეცსამსახურების ან შეიარაღებული ძალების ყოფილი და ამჟამინდელი წარმომადგენლები, რომლებიც იმყოფებიან არცახის სომხეთთან დამაკავშირებელი გზის გადაკეტილ მონაკვეთზე და ჩართულნი არიან როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.

• სომხეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სახელმწიფოთაშორისი სარჩელის საპასუხოდ, აზერბაიჯანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ გზას რუსი სამშვიდობოები კეტავენ, ხოლო გამოქვეყნებული ვიდეოები საპირისპიროს ადასტურებს.

• ევროსასამართლოში წარდგენილ წერილობით განმარტებებში აზერბაიჯანმა გამორიცხა სახელმწიფოს მონაწილეობა ან ორგანიზაცია „ლაჩინის დერეფანში გარემოსდამცველების განლაგების“ პროცესში და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანული მხარის განცხადებები და პრეტენზიები გზის უსაფრთხოებაზე გაურკვეველია.

• ასეთი პირები, რომლებიც წარსულში საჯაროდ ლაპარაკობდნენ სომხების წინააღმდეგ, ამაყად წარმოაჩენდნენ თავს სოციალურ ქსელებში სიძულვილის მხარდამჭერი პოსტებით და სომეხის მკვლელობაში მსჯავრდებულთან ფოტოსურათით, ღიად მონაწილეობდნენ არცახის  სომხეთთან დამაკავშირებელი გზის ბლოკირებაში. ასეთ პირობებში  განცხადებები იმის შესახებ, რომ გზა „ღიაა და უსაფრთხო“ არის მოტყუება და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

• 2020 წლის  44-დღიანი ომის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი სისასტიკით, აზერბაიჯანი არცახის იმავე მოსახლეობას გზის გადაკეტით  „დაუბრკოლებელ და უსაფრთხო“ კავშირს სთავაზობს.

ნახეთ მეტი
Back to top button