საზოგადოება

საფრანგეთის ინტელიგენციის 200 წარმომადგენელი მოწოდებით გამოვიდა არცახის ჰუმანიტარული ბლოკადის წინააღმდეგ  

საფრანგეთში საშობაო არდადეგების წინა დღეს, 200-ზე მეტმა ფრანგმა ინტელექტუალმა, მწერალმა და ხელოვანმა გამოაქვეყნა ერთობლივი სტატია-მოწოდება ფრანგულ გაზეთ “ფიგაროში” არცახის სომხებისადმი სოლიდარობის ნიშნად, სადაც ყურადღება გაამახვილა გარე სამყაროს დამაკავშირებელი ერთადერთი გზის გადაკეტვაზე,  აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის საშიშროების  შესახებ. სტატიის ავტორებს შორის არიან ცნობილი მსახიობები ჟან რენო, პიერ რიშარი, კაროლ ბუკე, ვირჯინი ლედოიენი, მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორები კოსტა-გავრასი და კლოდ ლელუში, ცნობილი მწერლები სილვენ ტესონი, ალექსანდრე ჟარდენი, ჟილბერ სინუენი, მარკ დუგენი, საფრანგეთის მეცნიერებატა აკადემიის წევრები და სხვა.

ნახეთ მეტი
Back to top button