ეკონომიკამთავარი

„მშრალი პორტი“ მიზნად ისახავს სომხეთის გარე  სამყაროსთან ცუდი ლოგისტიკური კავშირის პრობლემის გადაჭრას: მინისტრი

სომხეთის შირაქის რეგიონში დაგეგმილი „მშრალი პორტი“ მიზნად ისახავს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას, რაც ცუდ ლოგისტიკურ კავშირში გამოიხატება.  ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე სომხეთის  ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.

„ეს  იქნება  ინდუსტრიული პარკი, რომლის ანალოგიც  ჯერ-ჯერობით სომხეთში არ არის. თუმცა, არსებობს მრავალი ინდუსტრიული პარკი სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ინდუსტრიული კომპანიების წამყვანი ინფრასტრუქტურა. ასევე, აქვე  იქნება ლოგისტიკური ცენტრიც – საკონტეინერო ტერმინალი, რომლითაც უნდა მოხდეს ტვირთის გადატანა ერთი ტიპის ავტომობილიდან მეორე ტიპის ავტომობილზე მაქსიმალურად კომფორტულად  და მინიმალური დანახარჯებით“, – განაცხადა ქერობიანმა. https://armenpress.am/arm/news/1100556.html

დაგეგმილია თავისუფალი ეკონომიკური ზონის დაარსებაც. მინისტრმა განაცხადა, რომ „მშრალი პორტის“ პროექტმა თავდაპირველად გასულ კვირას სომხეთის  პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ საჯარო საინვესტიციო კომიტეტის სხდომამ მოიწონა. ახლა გადავდივართ სიღრმისეული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე, რასაც, ქერობიანის თქმით, საინვესტიციო პროექტის განხორციელება მოჰყვება.

დაგეგმილია, რომ საინვესტიციო პროგრამა განხორციელდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროცედურით, რომლის დროსაც იგეგმება წამყვანი ინდუსტრიული პარკები, იგეგმება რეგიონში საკმაოდ აქტიური ეკონომიკური ზონების ოპერატორების ჩართვა. მინისტრის თქმით, ამ საკითხში არაერთი არაბეთის გაერთიანებული საემიროს, კატარის, ევროპისა  და აზიის კომპანიებია  ცართული და რომლებთანაც წინასწარი განხილვები უკვე შედგა.

„მშრალი პორტი“ მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრას, რაც გამოიხატება მსოფლიოსთან  სომხეთის ცუდი ლოგისტიკური კავშირით.  ჩვენ ვიპოვეთ კარგი გზა ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემის გადასაჭრელად“, – განაცხადა ქერობიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button