სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 11 თვეში 14,4 პროცენტით გაიზარდა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 2022 წლის იანვარ-ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,4 პროცენტით გაიზარდა.
“არმენპრესის” ინფორმაციით (https://armenpress.am/arm/news/1100544.html), ამის შესახებ სომხეთის სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს.
სამრეწველო პროდუქციის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 8,4 პროცენტით გაიზარდა. მშენებლობის მოცულობა მიმდინარე წლის 11 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,9 პროცენტით გაიზარდა.
სავაჭრო ბრუნვის ზრდამ იანვარ-ნოემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,2 პროცენტი შეადგინა.
2022 წლის 11 თვეში გაწეული მომსახურების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2 პროცენტით გაიზარდა.
ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,7 პროცენტით გაიზარდა. სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 2021 წლის 11 თვესთან შედარებით 2,9 პროცენტით გაიზარდა.
ხოლო ელექტროენერგიის წარმოების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იანვარ-ნოემბერში 16,8 პროცენტით გაიზარდა.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო ვაჭრობის მოცულობა 67,8 პროცენტით გაიზარდა, ექსპორტი 75,2 პროცენტით, იმპორტი 63,6 პროცენტით.
იანვარ-ნოემბერში დრამის კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებაში 439,40 დრამი იყო.