
მიუხედავად იმისა, რომ ლაჩინის დერეფნის გადაკეტვასთან და არცახის ბლოკადასთან დაკავშირებით ვითარება არ შეცვლილა, რის გამოც 23 დეკემბერს მოსკოვში არ შედგა სომხეთ-რუსეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი შეხვედრა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიწვევაზე უარი არ თქვა და გაემგზავრა პეტერბურგში დსთ-ს ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
თავიდანვე არ იყო გამორიცხული, რომ სანქტ-პეტერბურგში ფაშინიან-პუტინ-ალიევის მორიგი შეხვედრა შედგებოდა. შეხვედრის წინა დღეს კი კრემლში უკვე ნათელი გახდა, რომ სამიტზე სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობის მიუხედავად, ფაშინიან-ალიევი-პუტინის შეხვედრა არ იგეგმებოდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცალკე ფორმატში შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მაგრამ ყველას ერთად შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა ეს შესაძლებლობა სამიტის დაგეგმვის პირველ ეტაპზე არ იყო გამორიცხული.
ყოველ შემთხვევაში, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს ქვეყნების არაოფიციალური სამიტი შედგა, სადაც ყველა სახელმწიფო ესწრებოდა.