საზოგადოება

სომხურმა პროექტმა „არტლაიფი“International property awards-ი დაიმსახურა

საერთაშორისო ყველაზე პრესტიჟული „უძრავი ქონების საერთაშორისო დაჯილდოებაში“ (International property awards) ნომინაციაში  Mixed Use Architecture  Armenia გამარჯვებულად დასახელდა სომხეთის ქალაქმშენებლობის საინვენსტიციო კომპანიის პროექტი „არტლაიფი“. https://armenpress.am/arm/news/1100566.html

გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრების ლორდ კეიტნესის, ლორდ ბესტისა და ლორდ უევერლინის თავმჯდომარეობით, ლონდონში შეფასების რაუნდზე, საერთაშორისო ჟიურიში ჩართულმა 100-მდე პროფესიონალმა შეაფასა პროექტი ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა დიზაინი, ხარისხი, ინოვაცია, მომსახურების დონე, უნიკალურობა და მდგრად არქიტექტურულ ნორმებთან შეფარდება.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ „არტლაიფის“ პროექტი გამარჯვებულად იქნა აღიარებული და სომხეთის ურბანული განვითარების პროექტები უკვე წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზეც. ასეთ პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობა უკვე მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან წესები ძალიან მკაცრია და განაცხადების განხილვისას კი სპეციალისტები ბევრ კრიტერიუმს ითვალისწინებენ“, – აღნიშნა  კომპანია „რენშინის“ ოპერაციების დირექტორმა ლევონ კასპაროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button