სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა -worldsport

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. ეს  გადაწყვეტილება „შერატონ მეტეხი პალასში“, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, GFF Awards 2022-ზე გამოაცხადეს.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი). https://www.worldsport.ge/ge/p

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელი და თერთმეტი ფეხბურთელი, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სპორტული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button