საზოგადოება

აზერბაიჯანის ბლოკადის გამო, არცახიდან 350-მდე პაციენტი  სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს ერევანში. თაგუჰი თოვმასიანი

აზერბაიჯანის მიერ არცახის გარე სამყაროსა და სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის გადაკეტვის გამო,  350-მდე პაციენტი სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს ერევანში. რეანიმაციულ განყოფილებაში 20 პაციენტია, მათგან 10 ბავშვია. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სრ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ საქმეთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა თაგუჰი თოვმასიანმა. https://armenpress.am/arm/news/1100594.html? „120 000 მოსახლეობა, მათ შორის 30 000 ბავშვი, რჩება სრული ალყის ქვეშ. 400 ტონა სურსათს და მედიკამენტს ნებას არ რთავენ მიაწოდონ არცახს. ეს არის აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკვეთრი პასუხი და პრევენციული ღონისძიებების გატარება უნდა მოჰყვეს“, – წერს თოვმასიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button