პოლიტიკა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ თემებს ყალბი სახელებით წარუდგენს. ფონდი „თათოიანი“ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ამახვილებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დიდი ხანია წარმოადგენს სომხეთის თემებს აზერბაიჯანის გამოგონილი, ცრუ სახელებით, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ სომხეთის ეს ტერიტორიები აზერბაიჯანს ეკუთვნის. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს ფონდი “თათოიანი”.

https://armenpress.am/arm/news/1100651.html?

„ჩვენ ვიპყრობთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ამ ფაქტზე და დარწმუნებით ვამტკიცებთ, რომ ეს არის აზერბაიჯანის ხელისუფლების სომხური სიძულვილის და მტრული პოლიტიკის ნაწილი, ეს აჩვენებს მათ რეალურ ზრახვებსა და მისწრაფებებს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, სამართლისა და მართლმსაჯულების ცენტრის „თათოიანი“ ფონდის კვლევები აჩვენებს, რომ ჯერმუკს მათ ენაზე ისტისუ ჰქვია, სისიანს — ყარაკილსა, ვაღატურს — ვაგუდი, ვარდენისს — ბასარკეჩერს, ნორაბაკს — აზიზლი, ვერინ შორჟას — იუხარი და ა.შ.

სამაგიეროდ, იგნორირებას უკეთებენ არცახის სომხური დასახლებების ისტორიულ სახელებს, ცდილობენ წარმოაჩინონ ისინი ყალბი აზერბაიჯანული ვერსიებით, სრულიად უგულებელყოფენ ძირძველი სომეხი ხალხის უფლებებსა და ინტერესებს (მაგალითად, მარტაკერტს უწოდებენ აგდერას, მარტუნს ჰქვია ხოცავენდს და ა.შ. ).

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აზერბაიჯანი არ ემზადება სომხეთთან მშვიდობისთვის, უფრო მეტიც, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც კი, ეს დოკუმენტი არ იმუშავებს მანამ, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს ქმედით ზომებს ომის გამომწვევი აზერბაიჯანის ხელისუფლების მტრული პოლიტიკის აღმოსაფხვრელად.

ეს მტკიცებულებები ასევე დოკუმენტირებულია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გასაგზავნად, ასევე სხვადასხვა შეხვედრებზე წარდგენისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button