საზოგადოება

არცახში 11 ბავშვი ახალშობილთა და რეანიმაციულ განყოფილებებშია მოთავსებული

აზერბაიჯანის მიერ არცახის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის გადაკეტვის გამო, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში გეგმიური ოპერაციები კვლავ შეჩერებულია.

სამედიცინო ცენტრ “არევიკის” სამკურნალო განყოფილებაში ახალშობილთა და რეანიმაციულ განყოფილებაში 11 ბავშვია მოთავსებული.

„რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში“ რეანიმაციულ განყოფილებაში 10 პაციენტია, მათგან 5 მძიმე მდგომარეობაშია.

ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პაციენტების მდგომარეობა დასტაბილურდეს. არცახის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო იღებს ყველა შესაძლო ზომას ბლოკადის გამო შექმნილი სიტუაციის სათანადოდ დასაძლევად.

ნახეთ მეტი
Back to top button